გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

0

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა – ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღმოჩენილი ხმლები გამოსაკვლევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს. ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში, კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი. ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი