საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სენაკში, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სენაკში, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო. უწყების ცნობით, მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები  მდინარე ჭალადიდის კალაპოტსა და მიმდებარედ არსებულ დამბაში წყლის დონის უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებენ.

რისკის ზონებში მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო ძალები, რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს სათანადო ღონისძიებების გატარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების 80 მეხანძრე-მაშველი.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი