აჭარაში წყლის დონემ დაიკლო

0

აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება. მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. ბოლო საათების განმავლობაში, სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შესულა

უწყების ცნობით, ​სტიქიის შედეგად საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა

ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი