ქობულეთში მაშველებმა 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს (ვიდეო)

0

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
16 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:
“დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები”! – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი