დავით შერაზადიშვილმა სოფელ სავანეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ სავანეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „მზიანი მოსავალი” მოინახულა, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის” ფარგლებში შეიქმნა. ადგილზე საწარმოს დირექტორს, ვლადიმერ ლეფჩინსკის გაესაუბრნენ და ერთდროულად შესანახი წლიური პროდუქციის რაოდენობით დაინტერესდნენ.
„მზიანი მოსავლის” შემნახველ მეურნეობაში წლიურად, ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსებაა შესაძლებელი. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები