სოფელ ტალავერში გზების ბეტონირება განხორციელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მიწოდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, ხოლო მიმდინარე წელს, 1000 გრძივი მეტრის სოფლის შიდა გზების ბეტონირება განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები