უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარის რეგიონიდან 116 შეტყობინება დაფიქსირდა

ამ დროისათვის, ძლიერი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარის რეგიონიდან სულ 116 შეტყობინება დაფიქსირდა.
უწყების ინფორმაციით, ბათუმიდან შესულია 80 შეტყობინება, ქობულეთიდან კი – 36.
მათივე თქმით, წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასაც.
ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია.
წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი.
მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები