ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია სურსათში სულფიტმარედუცირებელი კლოსტდრიდიების განსაზღვრა. ახალი კვლევის მეთოდი აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტით: ISO 15213:2003/2013.
ახლად დანერგილი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის ნორმა საქართველოს ტექნიკური რეგლამენტით, „სანიტარული წესები და ნორმებით“ რეგულირდება.
„სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებას. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე, აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას“,- აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებგვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე – 1501.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები