პრეზიდენტის მრჩევლები ნინო გვენეტაძის შემცვლელის შერჩევის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, კონსულტაციები 6 აგვისტოდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები