ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს   თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე თევზის მოპოვებას ელექტროშოკური აპარატის  გამოყენებით ახდენდა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა“,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები