ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწების ცნობით, ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები