ზაზა სარალიძე სექტემბერიდან აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამა სექტემბრიდან აქციების დაწყებას აანონსებს.
„ბრძოლას ვაგრძელებ სამართლებრივად, წიწილებს შომოდგომაზე ითვლიან და სექტემბრიდან ვიწყებ ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რის შედეგადაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ 3 პირი სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამივე მათგანს დანაშაულის დაფარვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება.
„ეს იყო მეტისმეტი და გადაჭარბებული,” – ასე შეაფასა ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები