მალთაყვის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. მის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მიაწოდა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. ​ამ დროისათვის, მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები