სოფელ წევაში გზისპირა დამცავი ჯებირი და საუბნო გზები მოეწყობა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წევის მოსახლეობას შეხვდა. მან ერთ-ერთი საუბნო გზის აღდგენითი სამუშაოები და დასრულებული გზისპირა დამცავი ჯებირი დაათვალიერა. კახაბერ მახათაძე, ძირულის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, იმ უბანშიც იმყოფებოდა, სადაც რვა ოჯახი სამანქანო გზის უქონლობის გამო, წლების განმავლობაში სოფელთან კომუნიკაციას მოწყვეტილია.
„ძირულის ადმინისტრაციული ერთეული რამდენიმე სოფლისგან შედგება. ბევრ მათგანში გაუმართავი საუბნო გზების პრობლემაა. ამჟამად სოფელ წევაში ვიმყოფებოდით, სადაც გზის დამცავი ჯებირი მოეწყო. დავათვალიერეთ გზის ყველაზე პრობლემური მონაკვეთიც, სადაც სამანქანო გზის უქონლობის გამო, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შეუძლებელია სამედიცინო და სხვა გადაუდებელი სერვისების მიღება. ვეცდებით, გზის ამ მონაკვეთის აღდგენა ადგილობრივი ძალებით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები