თეა წულუკიანი: ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე აღმოჩნდა სისტემა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უნდა გადაიხედოს ქვეყნის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმა, რათა მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში დაექვემდებაროს კანონზე მორგებულ შეზღუდვებს.
„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს დაევალა, დავიწყოთ მუშაობა, მოკლე ვადებში შესამუშავებლად, სხვადასხვა რეაბილიტაციის პროექტზე, პარლამენტთან ერთად. საბჭოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ჩვენ მზად ვართ, ახალი რეალობის კვალდაკვალ, გადავხედოთ სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და რეფორმებს, რათა მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში დაექვემდებაროს კანონზე მორგებულ შეზღუდვებს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს, რომ მოხმარება და ზიანი იყოს შემცირებული, ხელმისაწვდომობა და მიწოდება იყოს შემცირებული. ის, ვინც უკვე არის ამ სენით დაავადებული, მას ჰქონდეს განკურნების და რეაბილიტაციის საშუალება. ჩვენ, მოკლე ვადებში, სხვა სამინისტროებთან ერთად, პრემიერ-მინისტრს, მისი დავალების შესაბამისად, წარვუდგენთ იდეებს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში,  იქცევა პროექტად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები