ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)

ბათუმში მაშველებმა – მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები