ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მცენარეთა დაცვის საშუალებები გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ,,მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები, ინვენტარი და სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა, რომლის საერთო ღირებულებაც 160 000-მდე ლარს შეადგენს.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა, ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობა გაიზარდოს.
ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და მომავალი წლის პროექტების განხორციელებაზე შეჯერდნენ.
ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები