Bentley-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ სატესტო გასვლა გამართა

ბრიტანული ბრენდის, Bentley-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში – „ომეგა მოტორ ჯგუფმა“ განსაკუთრებული სტუმრებისთვის სასტუმროში – “Dreamland Oasis in Chakvi“ დახურული ღონისძიება – სატესტო გასვლა გამართა, სადაც პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ლაქშერი ბრენდის უახლესი მოდელები – Bentley Bentayga (დიზელი), Bentley Bentayga, Flyng Spur, Mulsanne გამოეცადათ.
ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელი მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ იყო, რომელიც ყველაზე დიდი კომპლექსია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და მოიცავს: სასტუმრო ნაგებობებს, პრემიუმ აპარტამენტებს, რესტორნებისა და რეკრეაციული, გასართობი სივრცეების ფართო სპექტრს.
„ომეგა მოტორ ჯგუფის“ ინფორმაციით, ბრენდის პრემიალურობიდან გამომდინარე, „ბენტლის“ ავტომობილების ტესტდრაივმა სტარტი სწორედ “დრიმლენდ ოაზისიდან” აიღო და ავტომობილების პრეზენტაციაც ამავე სასტუმრო კომპლექსში გაიმართა.
“შეგახსენებთ, რომ „ბენტლი თბილისი“ დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კმ-ზე, „ომეგა მოტორ სითის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. „ბენტლი თბილისი“ მომხმარებელს მოდელების სრულ ხაზს: Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT, გაყიდვის შემდგომ მომსხურებას და დიდებული ბენტლის ხელით ნაკეთი მოწყობილობების კოლექციას სთავაზობს.
„ბენტლი მოტორსი“ ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდია მსოფლიოში, კომპანიის მთავარი ცენტრი ქალაქ ქრუში (ინგლისში) მდებარეობს, რომელიც კომპანიის მთავარი ადგილია და მოიცავს დიზაინს, კვლევას, განვითარებას, მანქანათმშენებლობას და კომპანიის ოთხი სამოდელო ხაზის წარმოებას: Bentayga, Continental, Flyng Spur და Mulsanne. აქ, პროფესიონალური მუშაობის კომბინაცია – ხელობის და კვალიფიკაციის გამოყენება, თაობებს გადაეცემა. „ომეგა მოტორ ჯგუფი“ ამაყია, რომ „ბენტლის“ ასწლიან გამოცდილებას ახლა უკვე საქართველოს ბაზარს უზიარებს.
ბრიტანული მოდელი 55 ქვეყანაშია წარმოდგენილი და აქედან ერთ-ერთი საქართველოა, რაც ქვეყნის იმიჯის და პრესტიჟისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია”,-ნათქვამია „ომეგა მოტორ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, „ომეგა მოტორ ჯგუფი“ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დააარსა. გარდა ავტომობილებისა, კომპანია მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და მომსახურების სრულ ხაზს სთავაზობს. კომპანია მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიზნესჯგუფი, რომელმაც მრავალწლიანი წარმატების გზა განვლო დღეს, საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოში არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. კომპანია საქართველოს ბაზარზე, მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს.
დღეისათვის, კომპანია ხუთი უმსხვილესი ბრენდის წარმომადგენელია, ესენია : “ომეგა მოტორსი’- BMW და MINI, General motors, Maserati, Bentley. თითოეულ ბრენდს გააჩნია ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სერვისცენტრები აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, აქ არის ყველა ის უახლესი ხელსაწყო და დანადგარი, რაც გაყიდვის შემდგომ, საუკეთესო ხარისხის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები