ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
დღის განმავლობაში, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს შავი ზღვის სანაპიროზე. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები