გლდანში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
„მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ, 750 კვ.მ ფართობზე, სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. აღნიშნული მისამართის გარდა, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით 23 მისამართზე მიმდინარეობს“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ აწარმოებს, სექტემბერში დასრულდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ცხრა მისამართზე უკვე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები