თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელ გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, კლდეკარის, თოდრიას, ბუგეულის, ხერთვისის, ავშნის, მუხიანის, ზღვისუბნის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის, აეროპორტის დასახლების 9, 11, 12, 13, 14 ქუჩების, თრიალეთის, ხომლელის, ფიროსმანის, პეტრიწის, ქინძმარაულის ქუჩების და ქინძმარაულის შესახვევის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის, ნორიოს აღმართის, ფიროსმანის, ცაბაძის, გოგი დოლიძის, გოგოლის, კონსტიტუციის, ჩიტაიას, თევდორე მღვდლის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, ნორიოს, საქარის, უფლისციხის, ართვინის, მამარდაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და გოთუას ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ   სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები