ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი ჩააქრეს

ოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი შენობის ორ ნაწილს შორის, გასასვლელში გაჩნდა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ცეცხლი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება, ზუსტი მიზეზი კი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები