იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე – ვინ დგას საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების უკან რეალურად?

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ავტორი და ინსპირატორი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს რეალურად, ირინა იმერლიშვილი მართავს“, – ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე პატრიარქის ქადაგებას, სადაც უწმინდესი აღნიშნავდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო.

“არაერთი მოსაზრება გამოითქვა, არადა, ყველაფერი ზედაპირზე დევს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე კვერენჩხილაძემ, რომელიც იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მისი წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე, აღსანიშნავია ირინა იმერლიშვილი, რომელიც ყველამ იცის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ცენტრალური ფიგურაა, რეალურად, იმერლიშვილია საკონსტიტუციოს რუხი კარდინალი. ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის გუნდის წამყვანი წევრი. იმერლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მარგველაშვილი მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს. შესაბამისად, ვინ იყო ამ გადაწყვეტილების ავტორი და ინსპირატორი, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ. ასევე, ჩვენ კარგად ვიცით პრეზიდენტის პოზიციები ამ თვალსაზრისით, მისი ოჯახის წევრების და ა.შ. მას ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ სჭირდება. ამ გადაწყვეტილებით, მარგველაშვილი ლიბერალების და ე.წ „ბასიანელების“ გულსაც იგებს და თან, არაა გამორიცხული, თავისი პირადი თემების პრევენციასაც ახდენს‘‘,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

ამასთან, სოსო მანჯავიძე განმარტავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე. მისივე თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგებით, უამრავი ადამიანი საპყრობილეში მოხვდა. სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი საკანონდებლო ბარიერები, რომელიც მოქალაქეს ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისგან დაიცავს.

„რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ეს არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა. ჩვენ ვიხილეთ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგები, უამრავი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, უამრავმა ადამიანმა განიცადა დესოციალიზაცია და ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ჩვენ უნდა გადავიდეთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე და ამავე დროს, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აჩვენოს საზოგადოებას ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი მხარეები და შედეგები, აწარმოოს პროპაგანდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, რათა იგი გახდეს პოპულარული, ნარკომანობა და თავის თავის განადგურება გახდეს სირცხვილი. მხოლოდ აკრძალვებით ამას ვერ მოვერევით. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი ასეთი მეთოდებით და ასევე, უნდა შევქმნათ საკანონმდებლო ბარიერები“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები