„ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს.

„აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, გვინდა, პატივი მივაგოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერთიანებულ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებენ ახალგაზრდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები