ძიძა, რომელიც 6 თვის ბავშვებს სცემდა, პატიმრობაში დარჩა – “ვნანობ ჩემს საქციელს”

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა 6 თვის ტყუპის ცემაში ბრალდებული ძიძა, ირინა ტაბატაძე პატიმრობაში დატოვა. დაკავებული ბრალს აღიარებს.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩადენილ დანაშაულს ნანობს.

“პირველი შემთხვევაა და თავს ვგრძნობ დამნაშავედ, გთხოვთ გაითვალისწინოთ. სრულად ვნანობ ჩემს საქციელს”, – განაცხადა ირინა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძა 6 თვის ტყუპს სისტემატურად სცემდა. მას შემდეგ, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, ოთახში სათვალთვალო კამერა დააყენეს. რის შედეგადაც ეჭვი გამართლდა. ბავშვებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები