ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4647 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4604 ლარი ღირდა.

0.0057 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8583 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8526 ლარი იყო.

0.0183 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ღირებულება 3.1721 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 3.1904 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები