პრორუ­სმა ჟურნალისტმა ლონდონში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ჩაშლა სცადა (ვიდეო)

რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალების -“Sputinik”-ის ჟურნალისტმა, გრემ ფილიპსმა ლონდონში, საქართველოს საელჩოში გამართული გია ბუღაძის გამოფენის ჩაშლა სცადა. გრემ ფილიპსი აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ გამოფენა, სადაც გია ბუღაძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ქართული პროპაგანდის ნაწილია. მან დამსწრეებს “ნატოს ზომბები” უწოდა.

საელჩოში მყოფმა სტუმრებმა და თანამშრომლებმა მას არაერთხელ სთხოვეს, დაეტოვებინა საელჩოს ტერიტორია, თუმცა მან თხოვნა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა შენობაში შეჭრილი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები