ცესკოს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელმა პირებმა, კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ცესკოს თავმჯდომარემ მედიასთან იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

„10 წელი გავიდა ომიდან. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია. ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს აქ ვართ, რომ პატივი მივაგოთ აგვისტოს ომის გმირებს. ის ღირებულებები, რომლისთვისაც ჩვენი მეომრები იბრძოდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა ქვეყნის გმირები იბრძოდნენ ძალიან დიდი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს მათი თავდადება. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მოქალაქემ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იბრძოლონ იმ ღირებულებებისთვის, რაც არის საქართველოს ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები