იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა, მამა მატათამ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღესვე, გრიგოლ დალაქიშვილმა დაღუპულთა მემორიალები გვირგვინით შეამკო ბაღდათსა და სამტრედიაში. ასევე, სოფელ დიმში, დაღუპული გმირის, ფ. კაკაურიძის სახელობის ქუჩაზე სახელდების აბრა გახსნა.
„10 წლის შემდეგ, ისეთივე მტკივნეულია ეს დღე ჩემთვის, როგორც 2008 წელს იყო. 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. რამდენიმედღიანმა ომმა ჩვენს ქვეყანას მძიმე შედეგი მოუტანა. რუსეთ–საქართველოს ომში, მებრძოლებთან ერთად, მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ. ჩვენი დროის გმირებმა სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მე ქედს ვიხრი მათი ვაჟკაცობის წინაშე და კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ყველა ოჯახს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“,- აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა.

2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები