პრეზიდენტი გორის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ წირვას დაესწრო

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვლენილ წირვას დაესწრო.

წირვა ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ერთად, ექვსმა მიტროპოლიტმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

დღესვე, გიორგი მარგველაშვილმა გორში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები