„შენს დატანჯულ გულს შემოვევლე, იმდენი იარა რომ მოგაყენეს“ – გიორგი ანწუხელიძის დის ემოციური პოსტი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის და – ხათუნა ანწუხელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„არ მიყვარს აგვისტო, ჩემო ერთადერთო და უსაზღვროდ მონატრებულო ძმაო – ეს თვე იყო, ჩვენს ერთ დროს ძალიან დიდ ოჯახს ძალიან დიდი დარტყმა რომ მიაყენა. აღარ არსებობს შენ გარეშე ჩვენი ოჯახი, ჩემო ძმაო. ჩემი გული არ იცინის. სულ რომ მეტირება, დღეიდან ის დღეები იწყება. შენს დატანჯულ გულს შემოვევლე, იმდენი იარა რომ მოგაყენეს. შენ ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი ხარ, ჩემს გონებაში… მარადიული ხსოვნა ჰქონდეს შენს უძლიერეს და უსპეტაკეს სულს, ჩემო ერთადერთო! მენატრები უსაზღვროდ“, – წერს ხათუნა ანწუხელიძე.

აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე ვა­ზი­ა­ნის მე­ო­თხე ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპრა­ლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები