საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის და კადასტრის სისტემის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო.

დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ივანე ცარციძესთან ერთად, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყაზახ კოლეგებს რეგისტრაციის სისტემის, სერვისების და მიწის რეგისტრაციის რეფორმის, ასევე, კადასტრის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. რვაწევრიან დელეგაციას საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაც გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, ტური კადასტრის სამსახურსა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები