გამგეობამ, მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, რუსთაველის გამზირზე შენობის ფასადებიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნა

რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა.
ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ადგილზე რაიონის გამგებელი -დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას, მოქალაქეთა უსაფრთხების უზრუნველსაყოფად, გამგეობა შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები