თელავში მამაკაცი ბოძის დაცემის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა. წაქცეული ბოძი შუახნის მამაკაცს დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები