გლდანში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.
სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების N11-ის და ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებთან მიმდინარეობს. შედეგად, აღნიშნული კედელი სპორტულ მოედნებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
პროექტის ფარგლებში, თავისუფლების N11-ის მიმდებარედ 45 გრძივი მეტრის, ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ კი 22 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, სექტემბერში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები