ვაკის რაიონში შშმ პირისთვის პანდუსი მოეწყო

ვაჟა-ფშაველას III კვარტლის IV კორპუსში მცხოვრები შშმ პირისთვის საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან პანდუსი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები, მოქალაქის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.
„გარდა ამისა, ვაკის რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები უჩანეიშვილის ქუჩაზე უკვე დაიწყო, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა. პროექტის ფარგლებში, უჩანეიშვილის I და III გასასვლელებში, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობაც მიმდინარეობს.
გზების განახლება აქტიურად გრძელდება წყნეთშიც. გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭებიც, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. პროექტის ფარგლებში, 1800-მდე მ2 განახლდება. წყნეთში კიდევ ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გრუნტის დამჭერი ნაგებობა მელიქიშვილის N4-ში მოეწყობა“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები