ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მეორე კვარტალში 2%-მდეა გაზრდილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის II კვარტალთან შედარებით, 2%-მდეა გაზრდილი. წინა წელთან შედარებით, ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 309,048 ლარით გაიზარდა, რაც 1.7%-ს შეადგენს.

 

კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის II კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად, რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოპინგს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები