შალვა ხუციშვილმა და მეხანძრე-მაშველებმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა და მეხანძრე-მაშველებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ის მეხანძრე-მაშველებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ომის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
“აგვისტოს ომის დროს, გორში 300-მდე მეხანძრე-მაშველი ვიყავით მობილიზებული. ვცდილობდით, ხანძარი ჩაგვექრო და ადამიანები გადაგვერჩინა. ძალიან სტრესულ გარემოში გვიწევდა მუშაობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებდით, ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”, – განაცხადა მეხანძრე-მაშველმა ნიკოლოზ გიორგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები