გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველომ რჩეული გმირები დაკარგა, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც. გიორგი ტყემალაძის თქმით, ქართველი ხალხი დაღუპულ გმირებს არასდროს დაივიწყებს.
„უკვე 10 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა. 10 წლის თავზეც, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები