ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლიდნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა. სახერხი დანადგარი დაილუქა.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შსს-ს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნება“,- აცხადებენ გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები