გომთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა  

ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად, ათამდე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
“კვირას” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომთან მოხდა, რა დროსაც, ერთმანეთს ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა, “ჰონდა ფიტი” დაეჯახნენ.
რამდენიმე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები