საგანგებო სამსახური სახანძრო – სამაშველო ავტოპარკის განახლებას იწყებს

ახალი ტიპის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „ დელტასა“ და კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების პრესსამსახზურის ინფორმაციით, ეს არის პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის პროტოტიპი, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ აეწყობა.
მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური მანქანა, მაქსიმალურად მორგებულია ქართულ გეოგრაფიულ ლანდშაფტსა და ურბანულ თავისებურებებს
სახანძრო მანქანა სამაშველო ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი.
პირველი მანქანები 2018 წელს აეწყობა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქართული სახანძრო მანქანების სერიულ წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
მთავრობის გეგმით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების მანქანა.
ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები