ქარელში, 32 წლის მშობიარე ქალი ბავშვთან ერთად გარდაიცვალა

ქარელში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. 32 წლის ქალთან ერთად, გარდაიცვალა მისი შვილიც. ლალი ც. მეხუთე შვილს ელოდებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მშობიარობის დროს, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ემბოლიას. შემთხვევა გუშინ ქარელის საავადმყოფოში მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა.
გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. უმცროსი შვილი 1 წლისა, უფროსი კი – 8 წლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები