ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვანი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში განმარტავენ,ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა – ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ვიტრინის ჩამტვრეულ მინაზე, დაკავებულმა არასრულწლოვანმა ხელის თითები, პოლიციის თანამშრომელმა კი მკლავი დაიზიანა.
არასრულწლოვანი ლ.ჯ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები