„თი-ბი-სის“ ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს

„თი-ბი-სი“ ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს. 1-ელი აგვისტოდან, მომხმარებლები, რომლებიც ერთგული ბარათით პარტნიორ ობიექტებში აჭარის ტერიტორიაზე ისარგებლებენ, 5-ჯერ მეტ ერთგულ ქულას დააგროვებენ.
ქულები გროვდება როგორც პარტნიორ ობიექტებში შენაძენის გაკეთებით, ასევე, „თი-ბი-სის“ ტერმინალით სარგებლობისას.
აქცია მოქმედებს მხოლოდ ერთგული და „პრაიმ ბარათით“ გადახდის შემთხვევაში. ერთი დაგროვებული ქულა ერთ ლარს უტოლდება.აქციის ფარგლებში, შესაძლებელია მაქსიმუმ 200 ქულის დაგროვებაა.
ერთგული „თი-ბი-სის“ ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც, „თი-ბი-სი“ ბანკის ნებისმიერი ბარათის ფლობისას, მომხმარებელს პარტნიორ ობიექტებში შენაძენის გაკეთების დროს, ქულების დაგროვების საშუალება ეძლევა. ერთგულის საკრედიტო ბარათით კი მომხმარებელს შეუძლია, მომენტალურად განავადოს შენაძენი ერთგულის პარტნიორ ყველა ობიექტში, დამატებითი პროცედურების გარეშე.
ბარათის აღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ერთგულის ვებგვერდზე: https://ertguli.ge/GetCard ან „თი-ბი-სი“ ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები