აშშ-ში ოფიციალურად აღიარებენ, რომ მარიხუანა კიბოს უჯრედებს კლავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანას ეტაპობრივ ლეგალიზებასთან ერთად, აღიარებენ, რომ ის ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება.
აშშ–ში ჩაეშვა სამთავრობო ვებგვერდი, სადაც საუბარია კიბოს უჯრედებზე კანაბინოიდების გავლენაზე.
აშშ-ს სიმსივნის ეროვნულ ინსტიტუტში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კანაბინოიდები შესაძლოა, სიმსივნის მკურნალობისთვის იყოს სასარგებლო. ასევე, მას შეიძლია, პაციენტს დაეხმაროს იმ უკუჩვევის ეფექტის დაძლევაში, რომელიც ქიმიოთერაპიას ახლავს“.
როგორ მოვიხმაროთ ის? ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს: შესაძლებელია მისი მოწევა, ცომეულში დამატება, ან ჩაიში ჩაყრა.
კანაბინოიდების მოხმარების შედეგად მიღებული უპირატესობა: ის ახდენს კიბოს უჯრედების ზრდის ბლოკირებას, ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, იმ სისხლძარღვთა ზრდის არიდებას უწყობს ხელს, რომლებიც ტვინის მოცულობით ახალ წარმონაქმნს კვებავს; ასევე, მას ახასიათებს ვირუსსაწინააღმდეგო აქტივობა. გარდა ამისა, მარიხუანა გაფანტული სკლეროზით გამოწვეულ კუნთის სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.
აშშ-ის ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ეროვნულმა ინსტიტუტმა კანაბისთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს გადახედა. ამიერიდან, ინსტიტუტში აღიარებენ, რომ კანაბისი ტვინის მოცულობით ახალწარმონაქმნისგან გათავისფლებას უწყობს ხელს. ასევე, ამბობენ, რომ კანიობანოიდები ნამდვილად კლავენ სიმსივნის უჯრედებს.
FDA-მა კანაბინოიდების შემცვლელი მედიკამენტები დაამტკიცა.
საქმე იმაშია, რომ ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმაც (NIH) კი დაადასტურა, რომ მარიხუანა ეფექტურია კიბოს უჯრედების განადგურების საკითხში. ასევე, ის ქიმიოთერაპიასა და ლაზეროთერაპიის დროს, ბევრი პრობლემის მოხსნას უწყობს ხელს.

სამედიცნო მეთოდებისგან განსხვავებით, კანაბისი ჯანმრთელ უჯრედებს ხელუხლებლად ტოვებს.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მარიხუანა ტვინის, ფილტვის, სარჯევე ჯირკვლის, ასევე, ნაწლავის სიმსივნის განკურნებას უწყობს ხელს.
იმ შემთვევაში კი, თუ პაციენტი ქიმიოთერაპიის კურსს გადის, მარიხუანა უსიამინო უკუეფექტებს ხსნის, როგორებიც არის ტკივილი, შიში, მადის დაკარგვა და ღებინების შეგრძნებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები