„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.უახლოეს დღეებში კი იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.
სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება.
“ეს უმნიშვნლოვანესი პროექტი საშუალებას მოგვცემს, ბათუმში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, არამედ მეტი ტურისტის მოსაზიდად ქალაქში და ზოგადად აჭარაში. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები. სტადიონი არის ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ ეს პროექტი ვადაში დასრულდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებულია 200 ადამიანი, რომელთა რაოდენობა სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება. მთლიანად, მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები