კასპის მუნიციპალიტეტთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 12 პირი კლინიკებში გადაიყვანეს

კასპის მუნიციპალიტეტთან, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 12 პირი მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 2 მცირეწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცენტრალურ მაგისტრალზე ახალქალაქიდან რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები