შავი ზღვის სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს. მისი ინფორმაციით, დღეს, 4 აგვისტოს, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
“შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე, აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები