სოფელ ომალოში დღეს „მეცხვარის დღე – თუშეთობა 2018“ აღინიშნება

დღეს სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე – თუშეთობა – 2018“ აღინიშნება. დღესასწაულს ორგანიზებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე, მიწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ძველებური – თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მიწვეული მომღერლები.
„მეცხვარის დღე – თუშეთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები